29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმას მოძებნიან, ფიასკო, რომელიც მათ საპარლამენტო არჩევნებზე ელოდებათ, ვერ შეიცვლება - დავით მათიკაშვილი პარტიების საარჩევნოდ გაერთიანებაზე

მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეხმაურება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, გაერთიანება სუბიექტურ და ფინანსურ ინტერესზე გადის. ამასთან, მისი თქმით, ერთობის მიუხედავად, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან საზოგადოება მათ არ ენდობა.

"ერთადერთი, რაც შეიძლება მათი გაერთიანების საგანი იყოს, არის ვიწროპარტიული ინტერესები, ფინანსებზე გამავალი ინტერესები, რომლებიც აქვს "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა დაჯგუფებას. ეს ყველა ფსევდოორგანიზაცია წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებას, მის ანასხლეტსა და იმ ერთიანი, კოლექტიური "ნაცმოძის" სულისკვეთებით არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა მიზანსაც საქართველოს პროგრესი და წინსვლა ნამდვილად არ წარმოადგენს. ასე რომ, ისინი ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმას მოძებნიან, ამით ფიასკო, რომელიც მათ საპარლამენტო არჩევნებზე ელოდებათ, ისევე, როგორც მთლიანად კოლექტიურ "ნაცმოძრაობას," ამით ვერ შეიცვლება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

დღის ამბები