29 სექტემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გაიმართა. 

საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი," - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. 

დღის ამბები