29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
სამხრეთ კორეას, ბოლო 200 წლის განმავლობაში, ყველაძე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს - არის მსხვერპლიც

სამხრეთ კორეას, ბოლო 200 წლის განმავლობაში, ყველაძე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში, საშუალო წლიური ნალექის 10%-ზე მეტი ორ დღეში მოვიდა. ინფორმაციას Watchers News ავრცელებს.

სტიქიამ 4 ადამის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო.

ძლიერი წვიმებისა და ქარიშხლის შედეგად, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები. განადგურდა სოფლის მეურნეობა და შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება.

დღის ამბები