29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ინციდენტი "თბილისი მერიოტთან" - ნინო წილოსანს ოპოზიციის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, "თბილისი მერიოტთან" ინციდენტი მოხდა. ნინო წილოსანთან ოპოზიციის აქტივისტი ნათია ლეთოდიანი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლეთოდიანმა წილოსანი კანონის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციონერს ინფორმაცია ელენე ხოშტარიასგან ჰქონდა და "თბილისი მერიოტთან" პროვოკაციისთვის მიზანმიმართულად მივიდა. მისივე თქმით, ნათია ლეთოდიანი პარტია "დროას" პოლიტსაბჭოს წევრია, რომელსაც ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებს.

"უკვე გასაკვირი აღარ არის, ნაცაქტივისტები სათითაოდ დადიან და ხვდებიან მმართველი გუნდის წევრებს. მას არანაირი მოქალაქეობრივი ვალდებულება ან პასუხისმგებლობა, ან რაიმე ემოცია არ ჰქონდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული დამხვდა და ჩავარდა ისტერიკაში და მოაწყო სკანდალი, რომელიც შემდეგ აუცილებლად გავა მათი მეშვეობით ეთერებში. თუმცა, ჩემი მხრიდან, აუცილებლად იქნება დეტალური ინფორმაცია მიწოდებული ამ ადამიანის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არ არის უბრალოდ აქტივიზმი, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური აქტივობა," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები