29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
პოლონეთი ომისთვის ემზადება - ქვეყანა შიშობს, რომ რუსული აგრესიის შემდეგი სამიზნე თავად გახდება

პოლონეთი ომისთვის ემზადება - ქვეყანა შიშობს, რომ რუსული აგრესიის შემდეგი სამიზნე თავად გახდება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური აცხადებს, რომ სამხედრო ძალები სრულმასშტაბიანი ომისთვის მზად უნდა იყვნენ. ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების სამხედრო გადამზადება თან იმ ფონზე, როდესაც პოლონეთის საზღვართან ბელარუსი და ჩინელი სამხედროები მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გადიან.
 
პოლონეთს ბელარუსიდან მიგრაციის კრიზისთან გამკლავებაც უწევს. შედეგად, მომდევნო თვის ბოლოს, პოლონელი სამხედროების რიცხვი აღმოსავლეთ საზღვარზე 6000-დან 8000-მდე გაიზრდება. მზადყოფნაში მოვა დამატებით 9000 ჯარისკაცი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საზღვრის გამაგრებას 48 საათში შეძლებენ.

პოლონეთში შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობა 190 000-დან 300 000-მდე გაიზრდება. 2028 წლისთვის კი ვარშავა იმ პროგრამაზე მუშაობას დაასრულებს, რაც ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებზე თავდაცვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროგრამა აღმოსავლეთის ფარზე სახელმწიფო $2.5-მილიარდ დოლარს დახარჯავს.
 
ვაშინგტონში ნატო სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ პოლონეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ახალი ბაზა ფუნქციონირებისთვის მზად არის.სამხედრო ობიექტის ფუნქცია ბალისტიკური რაკეტების შეტევების აღმოჩენა და შეჩერება იქნება.

რუსეთთან შესაძლო ომის საფრთხეზე საუბრობს ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი. ჰოლანდიელი ადმირალი მიიჩნევს, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის.

დღის ამბები