29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
ბავშვი, ღია ცის ქვეშ, ორი დღის განმავლობაში სრულიად მარტო, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე იმყოფებოდა - ლუიზიანაში დაკარგული 1 წლის ჩვილი ბალახში იპოვეს

ლუიზიანაში დაკარგული 1 წლის ჩვილის სამძებრო სამუშაოები, წარმატებით დასრულდა.

ჩვილი სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, ავტომობილებით გადატვირთული მაგისტრალის გასწვრივ, ბალახში მცოცავი იპოვა.

პოლიციის შერიფმა, გელი გილორიმ BBC-ის განუცხადა, რომ ჩვილის პოვნა “სასწაული იყო”. შერიფის განცხადებით, ბავშვი, ღია ცის ქვეშ, ორი დღის განმავლობაში სრულიად მარტო, საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე იმყოფებოდა.

ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბავშვთა დაცვის სამსახურს გადასცეს.

”ჩვენ მას სასწაულ ბავშვს ვეძახით. მას მთელ სხეულზე მწერების ნაკბენი ჰქონდა, მაგრამ კარგ ხასიათზე იყო. ჩვენ უბრალოდ მადლობელი ვართ" - განაცხადა შერიფმა გილორიმ.

მისი განმარტებით, ბავშვის გადარჩენას ამინდმაც შეუწყო ხელი.

პოლიცია ბავშვს 8 ივლისიდან ეძებდა, იმ დღიდან, როდესაც მისი ოთხი წლის ძმა ახლომდებარე ტბაში გარდაცვლილი იპოვეს.

იმავე დღეს, ბიჭების დედა ალია ჯეკი, მისისიპიში, შემთხვევის ადგილიდან ასობით მილის დაშორებით დააკავეს. ის მერიდიანის ციხეშია გადაყვანილი. მას ბავშვების დაკარგვის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დღის ამბები