29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ბალტიმორის ხიდის კატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი - სერვანტეს სუარესი მისი ახლობელი ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის სურათს აღწერს 

ბალტიმორის ხიდის კატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი - სერვანტეს სუარესი ჰყვება, თუ როგორ უყურებდა მის მეგობრებსა და ნათესავებს, რომლებიც ნაგებობიდან ვარდებოდნენ, როცა ის საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა.

100 000 ტონა სატვირთო გემი Dali, Francis Scott Key-ს ხიდს შეეჯახა.

ერთადერთი გადარჩენილი სერვანტეს სუარესი ამბობს, რომ დარტყმის მომენტში სიკვდილისთვის ემზადებოდა.

"მადლობას ვუხდიდი ღმერთს ოჯახისთვის, რომელიც მან მომცა. ვთხოვე, ეზრუნა ჩემს ცოლსა და შვილებზე და ვთხოვდი პატიებას," - თქვა მან ესპანურ ინტერვიუში.

როცა უკვე წყალი კისრამდე სწვდებოდა, ფანჯრის გაღება ძალის გამოყენებით, ჩაძირვის წინ მოახერხა. ცურვა არ შეეძლო, ნამსხვრევებს მიეჯაჭვა და გადარჩენას დაელოდა.

"მაშინ მივხვდი რაც მოხდა, ხიდს გავხედე და ის აღარ იყო," - თქვა მან.

სერვანტეს სუარესი ასევე ჰყვება, რომ მან დაინახა თანამშრომლები, რომელთაგან ზოგიერთი მისი ოჯახის წევრი იყო, მაშინ, როდესაც მათ სხეულს უკვე წყალი ფარავდა.

”დავიწყე თითოეულს სახელის დაძახება, მაგრამ არავინ მიპასუხა"- განაცხადა სუარესმა.

ხიდი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც სატვირთო გემმა ელექტროენერგია დაკარგა, კურსიდან გადავიდა და სტრუქტურას შეეჯახა.

მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ წყალში ყველა დაღუპულის ცხედარს.

გამოძიების ფედერალური ბიურო და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო, კატასტროფას იძიებს.

სერვანტეს სუარესის და სხვა დაზარალებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ ის განიხილავს სინგაპურში დაფუძნებული სატვირთო გემის - Dali-ს მფლობელის სამართლებრივ ზომებს.

ერთადერთმა გადარჩენილმა სერვანტეს სუარესმა თქვა, რომ მას სურდა პასუხისმგებელ პირებს გადაეხადათ ზიანის საფასური, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ ეს არ დაუბრუნებდა მის საყვარელ ადამიანებსა და თანამშრომლებს.

”მე ვიცი, რომ ფულით არ იყიდება ჩახუტება მამისა და შვილისგან," - თქვა მან.

დღის ამბები