29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
არიზონაში, გოლფის მოედნის თანამშრომელი ფუტკრების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

არიზონაში, გოლფის მოედნის თანამშრომელი ფუტკრების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. 57 წლის რიკ მესინას ფუტკრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის გოლფის მოედანზე ბალახს თიბავდა.

მოედნისა და კომპანიის მეპატრონემ განაცხადა, რომ მესინას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.

გოლფ-კლუბის ხელმძღვანელობამ, დღის მეორე ნახევარში, მეფუტკრეები გამოიძახა, რათა ტერიტორია დაეთვალიერებინათ, თუმცა ექსპერტებმა ფუტკრების რაიმე კვალი ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ფუტკართა ოჯახი, რომელიც მამაკაცს თავს დაესხა, მოგზაური იყო.

57 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის, ფუტკრების ნაკბენების გართულების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა.

 

წყარო: CBS News 

დღის ამბები