29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
პალესტინის მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმია ლტოლვილთა ბანაკებზე მძიმე საჰაერო დარტყმებსა და საარტილერიო დაბომბვას აგრძელებს

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები განახორციელეს ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში.

პალესტინის მედია იტყობინება, რომ ისრაელის არმიამ განაგრძო მძიმე საჰაერო დარტყმები და საარტილერიო დაბომბვა ლტოლვილთა ბანაკებზე. იერიშებს კიდევ 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰამასის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს, ისლამური ჯიჰადის მოძრაობის სამხედრო ბრიგადების განცხადებით კი, ისინი თავს დაესხნენ ისრაელის ჯარისკაცებს შეჯაიას მახლობლად.

რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის საკითხს - მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. ჰამასმა ისრაელი, დროის მოსაგებად, მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ის მხარს უჭერს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა არ შეჩერდება მანამ, სანამ ჰამასი არ დამარცხდება.

დღის ამბები