29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მისია "ტიტანიკი" - მეცნიერთა ჯგუფი ცნობილი ლაინერის ჩაძირვის ახალ დეტალებს გამოიკვლევს

მეცნიერების, ისტორიკოსებისა და ვიზუალიზაციის ექსპერტების ჯგუფი, ატლანტის ოკეანეში "ტიტანიკის" ნარჩენებს შეისწავლიან და დეტალურ ფოტოებს გადაუღებენ, რათა გემის ჩაძირვის ახალი დეტალები გამოიკვლიონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გემის ჩაძირვის ახალი დეტალების გამოსაკვლევად, მეცნიერთა ჯგუფი უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რათა ცნობილი ლაინერის თითოეული დეტალის სკანირება მოახდინონ.

გასული წლის OceanGate-ის ტრაგედიის შემდეგ, ეს "ტიტანიკზე" პირველი კომერციული მისია იქნება. ცნობისთვის, დაკარგული გემის მონახულებისას, ახალ წყალქვეშა ნავში ხუთი ადამიანი დაიღუპა.

უახლოეს დღეებში, ოკეანეში OceanGate-ისა და Titanic-ის გარდაცვლილი მგზავრების პანაშვიდი გაიმართება.

დღის ამბები