29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა - დაიღუპა ოთხი მიგრანტი

საფრანგეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტების ნავი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის სანაპიროზე ჩაიძირა.

მათი განმარტებით, ზღვაში გადავარდნილი მიგრანტებიდან 4 დაიღუპა, 63 ადამიანის გადარჩენა კი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, ვერტმფრენისა და მეთევზეთა ნავის დახმარებით შეძლეს.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 14 ადამიანი წყლიდან მეთევზეთა ნავის დახმარებით ამოიყვანეს, 49 კი - საფრანგეთის სანაპირო დაცვის გემის.  

 

დღის ამბები