29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
რაც მათ ერთმანეთს აკადრეს და ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს? - ირაკლი ზარქუა

"რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?" - ეს განცხადება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

"რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს? სიმართლე გითხრათ, მთლად ასეთი დეგრადაციაც არ მგონია, რომ იყოს... თუმცა, მოღალატეს ეძახდნენ პრეზიდენტს, აგენტს ეძახდნენ პრეზიდენტს. კიდევ რაღაც სიტყვებს ეძახდნენ, არც გავიმეორებ, უხერხულია. მორალისგან არის დაცლილი თითოეული მარგინალური ოპოზიცია.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის ძველი თაღლითები (სასამართლომ დაადგინა) და აქეთ კიდევ გახარია, რომელმაც გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა - ამათი გაერთიანება რა უნდა იყოს? მკვდარი მკვდარს აეკიდაო. იყვნენ და მოატყუონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, შემორჩენილი რომ ჰყავთ,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები