25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა. ცვლილებას მხარი საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა, ჯამში, 2 მილიარდ 58 335 ათას ლარს  შეადგენს.

საკითხის განხილვაში არ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი. დარბაზში დღეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა იყო. სხვა პარტიები რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.

 

დღის ამბები