29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მეწყერი ნეპალში - დაღუპულია 91 ადამიანი, 60-ის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ნეპალში მეწყერს 91 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა და ორი ავტობუსი მდინარეში გადავარდა. სამოცი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მაშველებმა მდინარეში გადავარდნილი ავტობუსიდან სამი ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეძლეს.

ნეპალის პრემიერ მინისტრმა გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. მან სამაშველო სამსახურებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები