29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
პოლონეთში, სამხედრო წვრთნების დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია პილოტი

ავიაკატასტროფა პოლონეთში - საჰაერო ძალების კუთვნილი M-346 ტიპის თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა. შემთხვევა ქალაქ გდინიაში, სამხედრო წვრთნების დროს მოხდა.

პილოტმა კატაპულტირება ვერ მოახერხა და დაიღუპა. პოლონეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი საჰაერო ძალების მიერ, 2022 წლიდან გამოიყენებოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები