29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ადამიანის ნაშთები ჩემოდნებში - ბრისტოლში პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, კლიფტონის ხიდზე, ჩემოდნებში ადამიანის ნაშთების აღმოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იქამდე, პოლიციამ ადამიანის ნაწილები, დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთი გარეუბნის ბინაშიც აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ 2 ჩემოდანსა და ბინაში ნაპოვნი ნაშთები, ერთმანეთთანაა კავშირში და 2 მამაკაცს ეკუთვნის.

ეჭვმიტანილი ლონდონში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ოთხშაბათს პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ მამაკაცი ჩემოდნებით ხელში, კლიფტონის ხიდზე საეჭვოდ გადაადგილდებოდა. პოლიცია ადგილზე 10 წუთში მივიდა, თუმცა მამაკაცს ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდა. მამაკაცმა ადგილზე 2 ჩემოდანი დატოვა, სადაც პოლიციამ გარდაცვლილი ადამიანების ნაწილები აღმოაჩინა.

მსხვერპლების ოფიციალური იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

წყარო: BBC

 

დღის ამბები