29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯია" - ალექსანდრე რაქვიაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ დაანონსებული ამნისტიის კანონპროექტი, მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იქნება. მისივე თქმით, "გირჩი" იმუშავებს იმაზე, რომ ამნისტიის კანონპროექტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს.

"ეს ამნისტია ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც შეტანილი იყო, ფაქტობრივად, საყოველთაო ამნისტიას გულისხმობდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვინაიდან რამდენიმე ათას ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯია. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვიქნებით ჩართულები დისკუსიაში, რომ ის ტექნიკური ხარვეზები, რომელიც კანონშია, გამოსწორდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტ ადამიანს შეეხოს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირიდან, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. სიახლე დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით, პატიმართა, დაახლოებით, 10%-ს შეეხება. საერთო ჯამში, ამნისტია სხვადასხვა ფორმით, პატიმრების ერთ მესამედზე და 300-მდე მუხლზე გავრცელდება.

კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულებს არ შეეხებათ.

დღის ამბები