29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს, ხედავენ, რომ გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ერთიანობა - გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებებს იზიარებს და გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

"ქართული ოცნება" მანიპულატორობს კვლავ რუსული მეთოდებით, როდესაც გაუგებარს უწოდებს იმას, რაც ყველასთვის გასაგებია. ამბობენ, რომ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკასთანო. ამისთვის კი, თბილისიდან უთხრეს, ამერიკა მზად არის ურთიერთობების გადასატვირთად, რუსული კანონის წაღებით, დემოკრატიისკენ დაბრუნებით და ქართველი ხალხის მისწრაფებების განხორციელებითო. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერში ბრალეული "ქართული ოცნება" არის და არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

როდესაც "ქართული ოცნება" მეორე ფრონტის გახსნას, რევოლუციების მოწყობას და ათასგვარ უბედურებებს აბრალებს, ამით რუსეთს კარს უხსნის ქვეყნის სიღრმეში,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ერთიანობა:

"დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. რატომ ჩამოდიან ასე ინტენსიურად?! იმიტომ, რომ ხედავენ, რომ გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს არის ერთიანობა.

მიზანი ერთია, ერთიანობით საქართველომ გაიმარჯვოს და სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის ”ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრი გიორგი ვაშაძე. 

 

 

 

 

 

დღის ამბები