29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ყველა მათგანი "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული ელემენტია, რაც უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან - კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანი "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული ელემენტია.

ასევე, როგორც კახა კალაძე აცხადებს, მათ რაც უნდა სახელები იცვალონ, "სახეს ვერ შეიცვლიან":

"ყველა მათგანი "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ - ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი - ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს.

რაც უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან. ორკაციანი პარტიებია, ან მათ გაერთიანებას, საერთოდ რა მზიანი აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო - ასეა მათი საქმე. მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადაილახოს ბარიერი. დღევანდელ მოცემულობაში არის 1-2 პარტია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ახლოს იყოს საარჩევნო ბარიერთან და კამპანიის ფარგლებში შეძლოს ბარიერის გადალახვა. სხვა ყველა წყალწაღებულია,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

დღის ამბები