29 სექტემბერი 2024,   05:34
ვრცლად
VIDEO: როგორ ანეიტრალებს სპეცსამსახურის თანამშრომელი დონალდ ტრამპზე თავდამსხმელს

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ ანეიტრალებს სპეცსამსახურის თანამშრომელი დონალდ ტრამპზე თავდამსხმელს.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

FBI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ფედერალური ბიურო მოუწოდებს საზოგადოებას, დამატებითი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, მათ სპეციალურ ნომერზე დაუკავშირდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები