29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ტრამპზე თავდამსხმელი რესპუბლიკელად იყო რეგისტრირებული

CNN-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, რესპუბლიკელად იყო რეგისტრირებული. ასევე, ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერები აჩვენებს, რომ მან დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს, 2021 წლის იანვარში, 15 დოლარი გადასცა.

ინციდენტის შემდეგ მედიასთან ისაუბრეს FBI-ის და პოლიციის თანამშრომლებმა. მათი თქმით, გამოძიება გრძელდება.

სპეციალური აგენტი კევინ როჯაკი: "ამაღამ იყო ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მკვლელობის მცდელობას ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ეს ჯერ კიდევ აქტიური დანაშაულის ადგილია. როგორც ვთქვი, ადგილზე რამდენიმე აგენტია. ჩვენ, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა ფედერალურ სააგენტოებთან, ჩვენს სახელმწიფო პარტნიორებთან და ადგილობრივ პოლიციასთან."

პენსილვანიის პოლიციის კომისრის მოადგილე ჯორჯ ბივენსი: "ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არსებობს სხვა საფრთხე. საიდუმლო სამსახურის უსაფრთხოების აპარატის მეშვეობით ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს. იქნება ხანგრძლივი გამოძიება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად და როგორ შეძლო ადამიანმა ამ ლოკაციაზე წვდომა, რა ტიპის იარაღი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

დღის ამბები