29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის, იდეა, რომ ამერიკაში არის პოლიტიკური ძალადობა, გაუგონარი და შეუსაბამოა - ბაიდენი ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს. მისივე თქმით, იდეა, რომ ამერიკაში არის პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარი და შეუსაბამოა.

"ყველა ფედერალურმა სამთავრობო უწყებამ დეტალურად მაცნობა სიტუაციის შესახებ, რაც ახლა ვიცით. ვცადეთ დონალდთან დაკავშირება, ის თავის ექიმებთანაა. ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავაერთიანოთ ეს ქვეყანა.

ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, ასე ვიყოთ. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. მინდა მადლობა გადავუხადო საიდუმლო სამსახურს და ყველა უწყებას, მათ შორის, სამთავრობო უწყებებს. მთავარია, რომ ტრამპის აქცია არის მიტინგი, რომელიც მშვიდობიანად, უპრობლემოდ უნდა გამართულიყო, მაგრამ იდეა, რომ ამერიკაში არის პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარი და შეუსაბამოა. ყველამ, ყველამ უნდა დაგმოს ეს,"- აცხადებს ჯო ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

დღის ამბები