29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ტრამპზე თავდასხმის მოწმე აცხადებს, რომ სახურავზე მსროლელი დაინახა და ამის შესახებ ოფიცრებს შეატყობინა

დონალდ ტრამპის თავდასხმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ სროლამდე დაინახა მამაკაცი, რომელიც სახურავზე საეჭვოდ გადაადგილდებოდა. ბენ მაკერი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მან ამის შესახებ ოფიცრებს შეატყობინა.

"დავინახე, როგორ გადადიოდა ბიჭი სახურავიდან სახურავზე. [მე] ვუთხარი ოფიცერს, რომ [სავარაუდო მსროლელი] სახურავზე იყო. როდესაც შემოვბრუნდი, რომ დავბრუნებულიყავი იქ, სადაც ვიდექი, სწორედ მაშინ დაიწყო სროლა. შემდეგ, უბრალოდ, ქაოსი იყო და ჩვენ ყველა გავიქეცით," - აცხადებს მოწმე.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები