29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"როცა პირველი ტყვია გავარდა, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ფეიერვერკი, სპეცსამსახურებმა "დამცავი წრე" შექმნეს" - რას ჰყვებიან თავდასხმის შემსწრე თვითმხილველები

პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპზე თავდასხმას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. თვითმხილველები მომხდარის შესახებ ჰყვებიან და საკუთარი თვალით დანახულს აღწერენ.

თვითმხილველი: "როდესაც პირველი რამდენიმე ტყვია გავარდა, ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ფეიერვერკი. არ ვფიქრობდით, რომ ეს იყო ნამდვილი სროლა. დავინახე, რომ რამდენიმე ადამიანი წაიქცა, მათ შორის, ექსპრეზიდენტიც. სულ ცოტა ხანში, სპეცსამსახურებმა "დამცავი წრე" შექმნეს და დონალდ ტრამპი სროლის ადგილიდან გაიყვანეს. ტრამპი ასეთ დროსაც კი აგრძელებდა ხალხის გამხნევებას."

თვითმხილველი: "ეს საშინელებაა. ვგულისხმობ, რომ იგრძნობა, რომ ჩვენი დემოკრატია უფსკრულის ზღვარზეა და ეს უბრალოდ დაუჯერებელია."

თვითმხილველი: "ეს არის ესკალაციის ნიშანი. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად გამწვავდეს და უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ამას შურისძიება არ მოჰყვება. რისიც მეშინია, ესკალაციაა."

თვითმხილველი: "ეს სიგიჟეა, რადგან ვინმემ სცადოს მოკვლას ყოფილი პრეზიდენტი, რომელიცა კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, სიგიჟეა, და მერე კიდევ უფრო მეტ არეულობას გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში, რაც არ გვჭირდება. ასე რომ, მოგწონს თუ არა ეს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, მისი სიცოცხლე ღირებულია. ყველას სიცოცხლე ღირებულია. ასე რომ, ნება მიეცით მას გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, ნება მიეცით ეცადოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვინმეს სიცოცხლის წართმევა სიგიჟეა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული მომენტი ამერიკაში."

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა

ამავე თემაზე
დღის ამბები