29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ზურაბიშვილი, ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად სძულს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე სასამართლო - რატი იონათამიშვილი

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა, ზუსტად ცხრა თვის წინ უნდობლობა გამოუცხადა.
პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულია "ქართული ოცნება", რომელიც მის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს:

"სალომე ზურაბიშვილი, ისტორიაში შევა, როგორც ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად სძულს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე სასამართლო. შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანი ამ დამოკიდებულების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს რაიმეს დასადგენად, მინიმუმ ძალიან უხერხული და არასერიოზულია.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური სპეკულაციების თვალსაზრისით უყურებს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები