29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფდა და ახლა იმავე სასამართლოში სურს გამჭვირვალობის კანონზე სარჩელის შეტანა - მიხეილ ყაველაშვილი

"ყველამ ვნახეთ, თუ როგორ შეურაცხყოფდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხი იყო გამოტანილი. [ახლა კი, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით აპირებს იმავე სასამართლოს მიმართოს]. “ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა იმ ფაქტზე კომენტირებისას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს კარგი პროცესია, რადგან საზოგადოება ყველაფერს უკეთ დაინახავს და გაარჩევს.

"რას გვედავებიან ამ კანონთან მიმართებით, ვისი უფლებები იზღუდება, რა კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ? სასაცილოა ეს ყველაფერი. ამდენი ხნის მანძილზე ერთი მუხლი ვერ მოიყვანა ვერავინ, [რომლითაც კანონს არგუმენტირებულად გააკრიტიკებდა]. მონებს ჩვენ გვიწოდებენ, მაშინ, როდესაც როგორც კი აშშ-ის წარმომადგენლებმა კანონს რუსული უწოდეს, რადიკალურმა ოპოზიციამ ამის სიტყვასიტყვით გამეორება დაიწყო. თან, საზოგადოებას რომ მოუწოდებდნენ - არც წაეკითხათ და განეხილათ ეს კანონი. ალბათ, ოდესმე შერცხვებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, საერთო ჯამში, ეს კარგი პროცესია, რადგან საზოგადოება ყველაფერს უკეთ დაინახავს და გაარჩევს,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები