29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
300-მდე მუხლით გასამართლებული ათასობით პატიმარი ამნისტიის მოლოდინშია - ჰუმანური აქტის განსახორციელებლად "ქართულ ოცნებას" კანონპროექტი უკვე მზად აქვს

ევროპული სტანდარტები და ჰუმანური აქტი - "ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის პროექტი მოამზადა, რომელსაც კენჭს რიგგარეშე სესიაზე ამ კვირაში უყრიან. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საბოლოო მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობის შემცირება და ევროპულ სტანდარტთან დაახლოებაა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ამნისტიაც ამ მიზნის პირველი ნაბიჯია.

ჰუმანურ აქტს კრიტიკულად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. "ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამნისტიის ინიციატივა საარჩევნო მიზნებს ემსახურება. გახარიას პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი სასჯელისგან კონკრეტული პირების გათავისუფლებას გეგმავს.

ამნისტიის იდეას მხარს უჭერენ პარტია "გირჩში". ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას გეგმავენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს საკუთარ მოსაზრებებსაც გაუზიარებენ

მმართველი გუნდის მიერ დაინიციირებული კანონპროექტი, პატიმრების გარდა პრობაციონერებსაც შეეხება. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ის ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის ბალანსზეა დაფუძნებული, ამნისტია ზღუდავს რეციდივის რისკებს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, პროექტზე დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს. კანონპროექტს, რომელიც 11 გვერდისა და 16 მუხლისგან შედგება, კენჭს 19 ივლისს უყრიან. მეორე და მესამე მოსმენა კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს შეეხება.

დღის ამბები