29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ამერიკელი სენატორი, ნაფიცმა მსაჯულებმა თექვსმეტივე საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი დემოკრატი სენატორი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა, თექვსმეტივე საქმეზე, დამნაშავედ ცნეს.

დანაშაულთა შორის სახელდება თაღლითობა, უცხოური აგენტის როლის შესრულება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

პროკურორების ინფორმაციით, ბობ მენენდესმა მეუღლესთან ერთად ეგვიპტელი ბიზნესმენების დახმარების სანაცვლოდ, ასობით ათასი დოლარის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს.

თავად მენენდენსი, დანაშაულს არ აღიარებს. სკანდალური საქმის დაწყებისთანავე მენენდენსმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

სავარაუდოდ, მენანდესი მოხსნის საკუთარ კანდიდატურას ნოემბრის არჩევნებშიც, როგორც ამას თანაგუნდელები ურჩევენ. ცალკე იგეგმება მენენდესის მეუღლის გასამართლებაც.

დღის ამბები