29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ბანგლადეში სკოლებსა და უნივერსიტეტებს განუსაზღვრელი დროით დახურავს - გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 6 მოქალაქის სიკვდილის შემდეგ მიიღეს

ბანგლადეშმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებისა და უნივერსიტეტები განუსაზღვრელი დროით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 6 მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

საპროტესტო აქციები სახელმწიფო თანამდებობების კვოტირების საკითხმა გამოიწვია.

საჯარო სამსახურებში დასაქმების საკითხით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი ესკალაციისა და საპროტესტო ტალღის შემდეგ, სკოლებს, უნივერსიტეტებსა და ისლამურ სემინარიებს სასწავლო პროცესის განუსაზღვრელი დროით შეჩერება დაევალათ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება სტუდენტების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

სამშაბათს, ძალადობის მნიშვნელოვანი ესკალაცია მოხდა - დემონსტრანტები და პრო-სამთავრობო სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს აგურითა და ბამბუკის ჯოხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

დღის ამბები