29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან NATO-ს ურთიერთობის კოორდინატორი.

"დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან NATO აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

დღის ამბები