29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
მთვარეზე გამოქვაბულის არსებობა დადასტურდა - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა პირდაპირი მტკიცებულებები აღმოაჩინა, რომ მთვარეზე არსებული ყველაზე დიდი ღრმული გამოქვაბულთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მეცნიერების მოსაზრებით, აღნიშნული გამოქვაბული შესაძლოა ასტრონავტების თავშესაფრად გამოდგეს.

სპეციალისტებმა, Mare Tranquillitatis-ი, ანუ "სიწყნარის ზღვის" ტერიტორია გამოიკვლიეს. ეს მუქი შეფერილობის რეგიონია, რომლის მიმდებარედაც ერთგვარი ღრმული ფიქსირდება. მეცნიერების შეფასებით, ის ცარიელი გვირაბია, სადაც ძველად ლავა მიედინებოდა.

ამ ტერიტორიის სარადარო ინფორმაცია ზონდზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ Mini-RF ჯერ კიდევ 2010 წელს მოიპოვა. მეცნიერთა ჯგუფმა ეს მონაცემები ხელახლა გააანალიზა, რისთვისაც სიგნალების გასაშიფრი თანამედროვე მეთოდები გამოიყენა.

მთვარეზე ისეთი ადგილების იდენტიფიცირება, რომლებიც ასტრონავტებსა და რობოტ მკვლევრებს მთვარის მკაცრი გარემოსგან, ინტენსიური რადიაციისა და ექსტრემალური ტემპერატურისგან დაიცავს, მომავალი კოსმოსური კვლევებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ და ჩინეთი, მუდმივად ცდილობენ, დედამიწის უახლოეს ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყონ, ეს აღმოჩენა კი ამ პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები