29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
აირჩევენ თუ არა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით - არჩევნების მეორე ეტაპი ბრიუსელში დღეს გაიმართება

გახდება თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ - ბრიუსელში დღეს ევროკომისიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპია.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრეც კი, ევროკომისიის წევრები აღნიშნავდნენ, რომ მათ ჯერ არ ქონდათ გადაწყვეტილი, მიემხრობან თუ არა ფონ დერ ლაიენს.

ორნაწილიანი პროცესის პირველ ეტაპზე, ევროკავშირის ლიდერებმა, უმრავლესობით, ივნისში მხარი დაუჭირეს ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას. იმ შემთხვევაში, თუ 65 წლის დიპლომატი ამჯერადაც მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, ის ევროკომისიას კიდევ 5 წლით უხელმძღვანელებს.

იგი პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.

დღის ამბები