29 სექტემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ძლიერი წვიმების შედეგად ბელორუსის დედაქალაქი დაიტბორა - მინსკი წყალდიდობას ებრძვის

წყალდიდობა ბელორუსში - ძლიერი წვიმების შედეგად, დედაქალაქი მინსკი დაიტბორა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქში დატბორილია ქუჩები, სკვერები, მიწისქვეშა პარკინგები. შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე მგზავრები ტრამვაიში გაიჭედნენ, რადგან წყლის მაღალი დონის გამო, მძღოლმა კარების გახსნა ვერ შეძლო.

ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და უსაფრთხოების მიზნით, პირადი ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

წყარო: NEXTA

დღის ამბები