29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
სამგზავრო ავტობუსი პერუში 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

პერუში, ანდების მთებში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 მგზავრი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი გზატკეცილზე ამოტრიალდა, შემდეგ კი 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

მათივე ცნობით, ავტობუსში სულ 42 მგზავრი იმყოფებოდა და ის ადგილობრივ კომპანიას ეკუთვნოდა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები