29 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
14 სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ჩინეთში 16 მოქალაქე ემსხვერპლა

ჩინეთში, 14 სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სავაჭრო ცენტრი სადაც ხანძარი გაჩნდა, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში მდებარეობს.

პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა შენობიდან 30 მოქალაქე გამოიყვანეს. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენა, შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

დღის ამბები