29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
იშვიათი "მოელვარე ბურთი" - ნიუ-იორკის ცაზე მეტეორი გამოჩნდა

დედამიწის ატმოსფეროში მეტეორის შემოსვლამ, ნიუ-იორკის ცაზე ნამდვილი სანახაობა მოაწყო. შემთხვევა 16 ივლისს დაფიქსირდა.

NASA Meteor Watch-ის ინფორმაციით, მეტეორი ნიუ-იორკის ცაზე დღისით გამოჩნდა, რამაც იშვიათი "მოელვარე ბურთის" ეფექტი შექმნა. მოელვარე სხეულმა მოძრაობა დასავლეთისკენ განაგრძო და ნიუ-ჯერსის მიმართულებით, საათში 61 000 კმ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

მომხდარის შესახებ ამერიკულმა მეტეორულმა საზოგადოებამ არაერთი შეტყობინება მიიღო, მათ შორის, ნიუ-იორკიდან, ნიუ-ჯერსიდან, კონექტიკუტიდან, დელავერიდან, მერილენდიდან, როდ-აილენდიდან და პენსილვანიიდან.

მოსახლეობამ ამ მოვლენის ვიდეო კადრების გადაღებაც შეძლო.

დღის ამბები