29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ტეილორ სვიფტის თვალთვალისა და მუქარის ბრალდებით, გერმანიაში 34 წლის მამაკაცი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში პოლიციამ 34 წლის ამერიკის მოქალაქე დააკავა. მას მეგა პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის თვალთვალი და მუქარა ედება ბრალად. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ტეილორ სვიფტს და მის პარტნიორს, სოციალურ ქსელში ემუქრებოდა და უთვალთვალებდა.

მისი იდენტიფიცირება საკონცერტო ბილეთის მეშვეობით მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი პოლიციამ კონცერტის შესასვლელ საკონტროლო პუნქტზე დააკავა.

მამაკაცი პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნით, ის შაბათის ჩათვლით პატიმრობაში იქნება.

გელზენკირხენში, ოთხშაბათს გამართული კონცერტი ერთ-ერთი იყო იმ სამი კონცერტიდან, რომელიც მომღერალმა გერმანიაში Eras Tour-ის ფარგლებში ჩაატარა და სადაც 60 000 ფანი შეიკრიბა.

დღის ამბები