29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
თელ-ავივში აფეთქება უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია - ისრაელის სამხედრო ძალები

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, თელ-ავივის ცენტრში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას იძიებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აფეთქება დილით ადრე მოხდა, თუმცა საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა.

ქვეყნის სამხედრო ძალების ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ლიბანის სამხრეთით, ირანის მხარდაჭერილი “ჰესბოლას” ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს.

“გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ადასტურებს, რომ აფეთქება უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია, თუმცა საჰაერო განგაში არ ჩაირთო. ინციდენტის საგულდაგულო გამოძიება მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დღის ამბები