29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - შეტაკებებისას 32 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყანაში აქციები, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

პროტესტის დროს, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებისას დაიღუპა 32 ადამიანი, დაშავებულია აქციის ასობით მონაწილე.

სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, შემდეგ კი ტელევიზიის შენობა დაიკავა, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობას წაუკიდეს ცეცხლი.

აქციაზე სტუდენტები ითხოვენ იმ სისტემის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების მესამედს ომის ვეტერანთა ნათესავებს სთავაზობენ. როგორც მედია წერს, მთავრობამ, საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზნით, მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა.

დღის ამბები