29 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ხანძარი თურქეთში - ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

თურქეთში, ქალაქ იზმირთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელიც დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. მეხანძრე-მაშველები, უკვე მეორე დღეა, ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ხანძარი გაზიემირისა და ბუჯას რაიონებში ტყიან ტერიტორიაზე, 18 ივლისს, შუადღისას გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი რამდენიმე მეტრს აღწევს და, ქარის გამო, ხანძრის გავრცელება სწრაფად ხდება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 7 თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 35 სახმელეთო ტრანსპორტი, წყლის 11 გადამზიდი ავტომობილი და 4 ბულდოზერი.

ამასთან, მეხანძრეებს, ღამის საათებში სამუშაოდ, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი 2 ვერტმფრენიც ეხმარება.

უსაფრთხოების მიზნით, ტყის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

თურქეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ხანძარი სრულად კონტროლირებადია.

დღის ამბები