29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
"როს-ენერგო-ატომი" როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

"როს-ენერგო-ატომი", როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

რუსეთის სახელმწიფო ატომურ კომპანიაში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ უკრაინულ პრესაში დაიწერა.

უკრაინაში გავრცელდა ცნობა, რომ ავარიის შედეგად რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდა.

რუსეთში გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი უწოდეს და თქვეს, რომ "როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს, რადიაციული ფონი კი ბუნებრივ დონეზეა".

დღის ამბები