29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ნუსეირათის დევნილთა ბანაკზე ისრაელის იერიშს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ღაზაში მდებარე ნუსეირათის დევნილთა ბანაკზე ისრაელის იერიშს.

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელმა ტერიტორია უნდა დატოვოს. დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა დოკუმენტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელის მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობა არ ეთანხმება. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ებრაელი ხალხი საკუთარ მიწაზე ოკუპანტი არ არის.

დღის ამბები