29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს - ნავთობით მდიდარ პროვინციაში 158 კერაა დაფიქსირებული

კანადაში, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ევაკუაციის განკარგულება გასცეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მათივე ცნობით, ნავთობით მდიდარ ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძრებს 5 სხვადასხვა რაიონში ებრძვიან. ევაკუაციის განკარგულება 5 00-მა ადგილობრივმა მიიღო. სულ პროვინციაში ხანძრის 158 კერაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 კონტროლს არ ექვემდებარება.

რაც შეეხება მეზობელ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციას, ამჟამად ფიქსირდება ხანძრის 319 აქტიური კერა. მხოლოდ ბოლო 24 საათში ცეცხლის 24 კერა გაჩნდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 1000-მდე მეხანძრე მონაწილეობს.

 

დღის ამბები