29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
როგორ მოხდა ტრამპზე თავდასხმა - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ფაქტთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და მოქმედი პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, დღეს მოსმენა გაიმართება.

ზედამხედველობის კომიტეტში კითხვებს საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი უპასუხებს.

მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, დონალდ ტრამპმა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს, 14 ივლისს, ქალაქ ბატლერში მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, მისი მკვლელობის მცდელობამდე რაიმე პრობლემის შესახებ მას სამართალდამცველების მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ მიუღია და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ სროლამდე, ხალხმა სახურავზე შეიარაღებული პირი დაინახა.

 

დღის ამბები