16 სექტემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა.

მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.

დღის ამბები