19 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩამოყალიბებული - შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმაპირობებელია.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჩვენი ერების კეთილდღეობის ამაღლებას გულისხმობს.

"სომხეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენი ქვეყნები და ჩვენი რეგიონი არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ჩვენს გარშემო არის ბევრი კონფლიქტი. ამ რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს მჭიდრო გაცვლა იმ შეფასებებისა, რაც ჩვენ გვაქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმაპირობებელია, რაც თავის მხრივ, ჩვენი ერების კეთილდღეობის ამაღლებას გულისხმობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები