19 სექტემბერი 2024,   03:25
ვრცლად
მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? - კახა კალაძე

პატარა ნაბიჯი გადაიდგა [ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ] და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

კახა კალაძის შეფასებით, არის მცდელობა რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

"ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? - ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგება, ზუსტად ესენი ყველაფერს გააკეთებენ და შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს.

ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: - "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები