19 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
"ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა 13 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა.

შეხვედრაზე ეკა სეფაშვილმა „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება“ ანგარიში და შესაბამისი რეზოლუცია წარადგინა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ბანკის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ. კომიტეტის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შემუშავებულ რეზოლუციას და რეკომენდაციებს.

"ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აღნიშნულ ანგარიშს და რეზოლუციას PACE-ს ოქტომბრის სესიაზე წარადგენს.

დღის ამბები