19 სექტემბერი 2024,   03:21
ვრცლად
მაიკლ ჯექსონის ძმა ტიტო გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერლის მაიკლ ჯექსონის ძმა ტიტო, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილებმა დაადასტურეს.

70 წლის მუსიკოსი სავარაუდოდ გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

ტიტო თავის ძმებთან ერთად ლეგენდარულ ჯგუფში The Jackson 5-ის წევრი იყო, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1997 წელს შეიყვანეს და ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც მიანიჭეს.

დღის ამბები