16 სექტემბერი 2024,   14:54
ვრცლად
EURO 2024-ის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, გერმანიის პოლიციამ ტერორისტული აქტი აღკვეთა

გერმანელმა სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაგეგმილი სავარაუდო ტერაქტი აღკვეთეს. ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული აქტი ბერლინში, პოლიციამ მის განხორციელებამდე, EURO 2024-ის ფინალურ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოააშკარავა.

სამართალდამცველებმა ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც გაჩნდა შიში თავდასხმის შესახებ ბერლინის პარკში, სადაც ინგლისის ნაკრების ათასობით ფანი იყო შეკრებილი.

გერმანიის სპეცრაზმმა 3 ეჭვმიტანილი, ბერლინის ახლომდებარედ, პოტსდამის მიდამოებში, რეიდის შედეგად დააკავა.

 

დღის ამბები